წესები და პირობები

აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

გაიაროთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ავტორიზაცია;

  • შეარჩიოთ სასურველი ნივთი და მონაწილეობის მისაღებად გადაიხადოთ ავანსი (თუ აქცია არ შედგება თანხა დაგიბრუნდებათ ბალანსზე);
  • აირჩიოთ სასურველი თანხა (რა ფასადაც გსურთ ნივთის შეძენა);
  • გაუზიაროთ არჩეული აქცია (ნივთი) თქვენს მეგობრებს სოციალურ სივრცეში, რათა დაფიქსირდეს ამ ნივთის მსურველების საჭირო რაოდენობა.

აქციის პირობის (მსურველების შესაბამისი რაოდენობის) შესრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი და შეგითანხმდებათ ნივთის მოწოდების და გადახდის ფორმის  თქვენთვის სასურველ პირობებზე.


ჩვენ გთავაზობთ გადახდის თანამედროვე და მოქნილ საშუალებებს: პლასტიკური ბარათით (Visa, Master Card, American Express); UniPAY-ს ელექტრონული საფულე; ნაღდი ანგარიშსწორებით და გადარიცხვით.

ასევე, თქვენ შეგიძლიათ დარჩენილი ღირებულების გადახდისათვის TBC ბანკის გვერდზე შეავსოთ ონლაინ განვადების ფორმა. განვადების პირობები ინდივიდუალურია და Groupsale.ge-ის ადმინისტრაცია არ ერევა ბანკის პირობებში.


ნივთის მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოა.


საიტზე განთავსებულ თითოეულ ნივთზე მითითებულია ინდივიდუალური საგარანტიო პირობები.


საიტზე რეგისტრაციით მომხმარებელი ეთანხმება საიტის წესებს და პირობებს.


მნიშვნელოვანია!

თუ აქციის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში კლიენტი არ გადაიხდის პროდუქტის საფასურს და ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება რეგისტრაციის დროს მითითებულ არხებზე, მაშინ საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს უარი თქვას პროდუქტის მიწოდებაზე.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი გადაიხდის პროდუქტის საფასურს და 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება რეგისტრაციის დროს მითითებულ არხებზე, პროდუქტი ჩაითვლება დაკარგულად.